ახალციხეში ComCom-ის გადამზადებული 30-მდე პედაგოგი სკოლებში მედიაწიგნიერებას ასწავლის

კომუნიკაციების კომისიამ ახალციხეში, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, ის მასწავლებლები გადაამზადა, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერებს საგანს წარუძღვებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა მედიაწიგნიერების ტრენერმა, მანანა ჯინჭარაძემ ჩაატარა და მონაწილეებს მედიაწიგნიერების საგნისთვის შექმნილი მოდული გააცნო.
სემინარს 30-მდე პედაგოგი დაესწრო. მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. საგანს მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან. შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები