ლიბერთი განათლებისთვის – ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროგრამა გრძელდება

ლიბერთის და ‘მერსი ქორფსის’ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება მასშტაბური პროგრამა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE). პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და 800-მა ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით. ამჯერად, გამოცხადდა პროგრამის მეორე ეტაპი და გრძელდება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან 18-35 წლის ახალგაზრდების რეგისტრაცია.

ეს პროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს განავითარონ სამეწარმეო უნარები, შექმნან ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები.
აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ –  ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან QR კოდების მეშვეობით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი. ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერებია ლიბერთი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

RDYE პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: Marker with solid fill

ქვემო ქართლი  რუსთავიმარნეულიბოლნისიგარდაბანითეთრიწყაროწალკა

Marker with solid fillსამცხეჯავახეთი ბორჯომიასპინძაადიგენიახალციხეახალქალაქინინოწმინდა

Marker with solid fillშიდა ქართლი  გორიქარელიკასპი

Marker with solid fillმცხეთამთიანეთი მცხეთადუშეთითიანეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები