ანა ნაცვლიშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოლიგარქიული მმართველობის პრობლემა არის სისტემური პრობლემა და მის აღმოსაფხვრელად საჭიროა სისტემური მიდგომები
“ვენეციის კომისიის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოლიგარქიული მმართველობის პრობლემა არის სისტემური პრობლემა და მის აღმოსაფხვრელად საჭიროა სისტემური მიდგომები, რომელიც რაიმე ცალკე აღებული კანონის მიღებას კი არა, მთელი რიგი კანონების გაძლიერებას და სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმის საჭიროებას ფასადური ცვლილებები ვერ შეასრულებს.
„ვენეციის კომისიის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოლიგარქიული მმართველობის პრობლემა არის სისტემური პრობლემა და მის აღმოსაფხვრელად საჭიროა სისტემური მიდგომები, რომელიც რაიმე ცალკე აღებული კანონის მიღებას კი არა, მთელი რიგი კანონების გაძლიერებას და სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუციების კანონის ჩარჩოებში მოქმედებას საჭიროებს. რაც „ქართული ოცნების“ კანონის მთავარი არსია – პერსონალური მიდგომა, ვენეციის კომისიის მხრიდან მოწონებული არ არის. ისინი ხედავენ სერიოზულ რისკებს, რომ ეს გადაიქცეს კანონის უზენაესობის ხელყოფად და ვერ მოაგვაროს სისტემური პრობლემები, რის წინაშეც ქვეყანა დგას. დასკვნა არის მკაფიო.
არსად წერია, რომ მომზადებული ცვლილებები იქნება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. პირიქით, პირდაპირ წერია, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ისეთი მასშტაბის პრობლემები აქვს, რაზეც ვენეციის კომისიას ოთხი დასკვნა აქვს მომზადებული და ფასადური ცვლილებები ვერ შეასრულებს სასამართლო სისტემის რეფორმის საჭიროებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.