ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა თსუ ბიბლიოთეკას იშვიათი წიგნების და ალბომების კოლექცია გადასცა

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდი ავრცელებს.
როგორც ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა აღნიშნა, მისთვის სასიხარულოა ის, რომ მშობლიური უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის გამდიდრებაში მიიღო მონაწილეობა. რუმინეთში მოღვაწეობის დროს, ბატონი ნიკოლოზის მხარდაჭერით, მოეწყო თსუ ბიბლიოთეკის ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზის ინტერიერი.