„საუბარი გულთან“ – თემურ ჩალაბაშვილის ახალი კრებულის წარდგენა გაიმართება

15 მარტს, 17 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, თემურ ჩალაბაშვილის ახალი კრებულის – „საუბარი გულთან“ (პოეზია, მოგონებები) წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე ლექსებს წაიკითხავენ: თემურ ჩალაბაშვილი, ელდინო საღარაძე და იოანე ქართველი.
მოისმენთ პოეტის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს. დასწრება თავისუფალია.
მის: ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები