„ვაჟა ფშაველა და კენძი მიაძავა – ბუნების მგოსნები“ – ჰაიატე სოტომეს საჯარო მოხსენება გაიმართება

15 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივცერსიტეტის S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზში, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში, ქართველოლოგი, დოქტორი ჰაიატე სოტომე წაიკითხავს საჯარო მოხსენებას – „ვაჟა ფშაველა და კენძი მიაძავა – ბუნების მგოსნები“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჰაიატე სოტომე წარმოადგენს ვაჟა-ფშაველასა (1861-1915) და იაპონელი მწერლის, კენძი მიაძავას (1896–1933), შემოქმედების შედარებით ანალიზს.
ფილოლოგიის დოქტორმა, ქართველოლოგმა ჰაიატე სოტომემ, დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი. დისერტაცია დაიცვა თემაზე  – „პოსტკოლონიალური ეკოკრიტიციზმი ქართულ ახალ ლიტერატურაში”. ამჟამად მეცნიერების ხელშეწყობის იაპონური საზოგადოების (Japan Society of the promotion for Science) მეცნიერი თანამშრომელია.
მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქუჩა N3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები