უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ახლა „ძალიან მძიმე და მტკივნეული ვითარებაა“, თუმცა იქ ქვეყნის მომავალი წყდება.
„როგორც ყოველთვის, დღესაც ვესაუბრე ჩვენს მეთაურებს, დაზვერვას. აღმოსავლეთში ძალიან მძიმე და მტკივნეული ვითარებაა. აუცილებელია მტრის სამხედრო ძალის განადგურება და ჩვენ მას გავანადგურებთ.
ბელოგოროვკა და მარიინკა, ავდეევკა და ბახმუტი, უგლედარი და კამენკა და ყველა სხვა ადგილი, სადაც ახლა წყდება ჩვენი მომავალი, სადაც ჩვენი მომავალი იბრძვის – ყველა უკრაინელის მომავალი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელ დამცველებს მადლობა გადაუხადა და 92-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცების მუშაობა ბახმუტის რაიონში წარმატებული მოქმედებებისთვის დადებითად შეაფასა.