ლავროვის უწყება რასმუსენს სიცრუეში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რასმუსენმა რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

როგორც ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვმა 12 აგვისტოს ტვირთის შესვლის შესახებ კიევის თანხმობა მიიღო, ხოლო “დონეცკის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინელი მებაჟეები და მესაზღვრეები მუშაობდნენ.
“რაც შეეხება “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტს, ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას თავისი წესები გააჩნია, რომლითაც ყოველთვის არ ხდება მათი მხრიდან ჰუმანიტარული აქციების ჩატარების საჯაროობა. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით ამ წესებს. თუმცა, თუ ნატოელებს აინტერესებს სიმართლე რუსეთის ჰუმანიტარულ მისიასთან დაკავშირებით, მათ შორის “წითელი ჯვრის” ჩართულობასთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინას მიმართონ. ეჭვი არ გვეპარება, რომ იქ მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას. ტყუილის თქმა და პატივცემული საერთაშორისო ორგანიზაციის ღალატი, არ არის კარგი” , – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტის მორიგი დარღვევაა.
“ვგმობ რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის ხელისუფლებისა და “წითელი ჯვრის” თანხმობის გარეშე. ეს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები