ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა.

„სანქციები, რომლებიც ძალაში იქნება 2023 წლის 15 სექტემბრამდე, მიმართულია მათკენ, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან მუქარაზე“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამჟამინდელი სანქციები ვრცელდება 1473 ფიზიკურ და 205 იურიდიულ პირზე და მოიცავს მოგზაურობის შეზღუდვებს, აქტივების გაყინვასა და ჩამოთვლილი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები