“არამარტო საშიში, არაადეკვატური და უბრალოდ მავნებლურია, არამედ 12 პუნქტიდან პირველი მათგანის, დეპოლარიზაციის პრობლემის მოგვარების მცდელობას ძირს უთხრის” – სტუდენტი ლომჯარიას განცხადებაზე

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი სახალხო დამცველი მსგავსი შინაარსის პოსტს ავრცელებს და ამ ყველაფერს ევროპისა და ევროპული ღირებულებების დაცვის მოტივით აკეთებს,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტუდენტი პაპუნა კახიძე წერს და ყოფილი ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება.

სტუდენტის თქმით, ლომჯარიას განცხადება არაადეკვატური და მავნებლურია.

“მე არ მინდა და არც ვაპირებ მისი, როგორც ომბუდსმენის საქმიანობა შევაფასო, მაგრამ ეს განცხადება არამარტო საშიში, არაადეკვატური და უბრალოდ მავნებლურია, არამედ 12 პუნქტიდან, პირველი მათგანის დეპოლარიზაციის პრობლემის მოგვარების მცდელობას ძირს უთხრის, ვინაიდან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მას ნამდვილად გააჩნია საზოგადოების გარკვეულ მცირე წრეებზე გავლენა, რაც აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას და მხოლოდ და მხოლოდ დაგვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს.

როდესაც ევროპის კავშირზე, მის პრინციპებსა და ღირებულებებზე ვსაუბრობთ, რამდენად შესაბამისობაშია ევროპულ ღირებულებებთან ოპონენტის მარგინალიზაცია და დეჰუმანიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის ქონის გამო, სწორედ ასე დაიწყო ჰიტლერმაც და თუ როგორ დასრულდა მისი მმართველობა მოგეხსენებათ…

არა მეგობრებო, ეს არც ევროპული და არც აზიური ღირებულებაა, არცერთი გონიერი ადამიანი, ვისთვისაც მართლა მნიშვნელოვანია ევროპული ფასეულობები, ჩვენი ევროინტეგრაცია და საქართველოს უსაფრთხოება, მსგავს განცხადებას არ გააკეთებს

P.S:ვინც არ უნდა გააკეთოს მსგავსი განცხადება ოპოზიცია იქნება ეს თუ ხელისუფლება ნებისმიერი მათგანი მიუღებელი და არასწორი იქნება”,- წერს სტუდენტი.

შეგახსენებთ, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ვინც მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ… მინდა იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც, თუ სადმე შემთხვევით გნახავთ ძალიან მშვიდად გეტყვით, რასაც ვფიქრობ თქვენზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები