მედიკოსთა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
2023 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოცდების მიმდინარეობის პროცესს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ჭუმბურიძე ადგილზე გაეცნო.
საგაზაფხულო სესიაზე 1090 დიპლომირებული მედიკოსია რეგისტრირებული, რომლებიც გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რეზიდენტურის გავლას შეძლებენ. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები კი 20 მარტს დაიწყება. გამოცდაზე 558 პირი დარეგისტრირდა და სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატს მიიღებენ, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.