ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის ე.წ. ავადმყოფობის თემა ჩვეულებრივი “ფეიკია”
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა კონკრეტული გეგმისთვის იყო გამიზნული.
მისივე თქმით, სააკაშვილის ე.წ. ავადმყოფობის თემა ჩვეულებრივი “ფეიკია”.
“ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა გამიზნული იყო სწორედ იმ გეგმისთვის, რაც ბატონმა შუსტერმა თავის ეთერში განაცხადა, რომ სანამ არ იქნება სააკაშვილი ხელისუფლებაში, მანამდე საქართველო ომს რუსეთის წინააღმდეგ არ დაიწყებს. გამომდინარე აქედან, ეს კამპანიაც სწორედ ამას ემსახურება. მისი ე.წ. ავადმყოფობის თემა არის ჩვეულებრივი “ფეიკი” იმისათვის, რომ ამ საბაბით ის იქნას დახსნილი კანონიერი სასჯელისაგან”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.