შალვა პაპუაშვილი: არ ვაპირებთ, მივუბრუნდეთ კანონპროექტის განხილვას, ემოციები რომ ჩაცხრება, მათ შორის ისინიც, ვინც აქციაზე იყვნენ, დაფიქრდებიან, რას აპროტესტებდნენ
ეს ემოციები რომ ჩაცხრება, მათ შორის ისინიც, ვინც აქციაზე იყვნენ, დაფიქრდებიან, რას აპროტესტებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას, თუმცა მან თავისი შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები დაფიქრდნენ. ეს ემოციები რომ ჩაცხრება, მათ შორის ისინიც, ვინც აქციაზე იყვნენ, საერთო ჯამში დაფიქრდებიან, რას აპროტესტებდნენ და დაფიქრდებიან იმაზე, იქნებ, მათთვის უკეთესი იყოს, ჰქონდეთ ინფორმაცია, რომელიც მათთვისვე არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა