“არა მონობას” – პარლამენტთან “გირჩი” აქციას მართავს
პარლამენტის წინ, პარტია „გირჩის“ აქცია, სახელწოდებით „არა მონობას“ იმართება, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ.
„გირჩის“ წევრების განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ახალ კოდექსს მხარს არ დაუჭერენ.
„აქციის მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩვენი ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ადამიანები იძულებით არ მიჰყავდეთ. მართლაც ჯარისკაცობა ვისაც უნდა, გვერდით დეზერტირები არ ეგულებოდეთ. ფაქტობრივად, ეს არის როგორც ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე ჩვენი თავდაცვის უნარიანობისთვის გამართული აქცია. ვფიქრობ, აქ უნდა მოვიდეს ის, ვისაც ჯარში წასვლა არ სურს და ისიც, ვისაც ჯარში წასვლა უნდა – ორივე, რადგან ეს ორივესთვის სასარგებლოა. რაც მთავარია, ქვეყანას არანაირი პრობლემა არ აქვს იმის, რომ ადამიანებს ფული გადაუხადოს იმაში, რასაც ისინი ქვეყნისთვის აკეთებენ“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახური ნებაყოფლობითი იქნება.