სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველო აფასებს გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას.
„ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან. საქართველო აფასებს ჩემი გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას“, – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
While in DC, I had a phone conversation with President Steinmeier 🇩🇪
🇬🇪 values the support expressed today by my German colleague to the European integration path of Georgia and the dedication of the Georgian people
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 10, 2023