ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აანონსებს

FILE PHOTO: Head of the Servant of the People faction David Arakhamia attends the Ukraine Recovery Conference URC in Lugano, Switzerland July 5, 2022. Michael Buholzer/Pool via REUTERS

უკრაინის უმაღლესი რადას წევრი, დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აანონსებს. ამის შესახებ ჰოლანდიური მედია წერს და არახამიას წერილს აქვეყნებს.

ვრცელ წერილში არახამია კონკრეტულ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციით“ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს.

გარდა ამისა, უკრაინის უმაღლესი რადას წევრი აცხადებს, რომ აღნიშნული თემის სხვა დეტალებზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

„ჩემმა მეგობრებმა და თანამებრძოლებმა იციან, რას და როგორ ვაკეთებ უკრაინისა და საქართველოსთვის, თუმცა მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო, ღიად ჩავერთო ასევე საქართველოს პოლიტიკაში და ჩემი წვლილი შევიტანო წინაპართა სამშობლოს გათავისუფლებაში პრორუსული კლანისგან რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით“, – აცხადებს დავით არახამია ჰოლანდიურ გამოცემასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები