თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 47 ათასს გადააჭარბა, დაშავებული და ნანგრევებიდან ამოყვანილია 115 ათასი მოქალაქე.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა 14 მაისს საყოველთაო არჩევნების ჩატარების განკარგულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სტიქია სულ 14 მილიონ ადამიანს შეეხო.
ასევე, ერდოღანის თქმით, დანგრეული და ჩამონგრევის საფრთხის ქვეშ მყოფი შენობების რაოდენობა 270 000-სს აჭარბებს.
ხელისუფლება წლის განმავლობაში 244 ათასი კორპუსის და 75 ათასი სოფლის სახლის აშენებას გეგმავს.