უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გეოპოლიტიკური რეალობის ცვლილების გამო, ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობას შესაძლოა, გადახედოს.
ამის შესახებ მან ბუდაპეშტში ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, – წერს Bloomberg-ი.
უნგრეთის პრემიერის თქმით, მოსკოვთან კავშირების შენარჩუნება, განსაკუთრებით – ენერგეტიკული კუთხით, ბუდაპეშტის ინტერესშია, მაგრამ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები შესაძლოა, არასოდეს აღდგეს და უნგრეთი იძულებული იქნება, მოერგოს ამას.
„მე მესმის, ომის შემდეგ რუსეთ-ევროპული ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობა, მაგრამ ეს შორს არის რეალობისგან. ამიტომ, უნგრეთის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა კარგად უნდა დაფიქრდეს, როგორი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება შეგვიძლია რუსეთთან მომდევნო 10-15 წელიწადში“, – განმარტა მან.