ლატვიის პრეზიდენტი: მივესალმები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს კანონი

მივესალმები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს კანონი, რადგან მივიჩნევ, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსიმ ბაქოს მეათე გლობალურ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობისთვის ყველა პოლიტიკური წინაპირობა უნდა შესრულდეს.

„საქართველოს თუ აქვს მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ ყველა პოლიტიკური წინაპირობა უნდა შესრულდეს. ასევე რთული სათქმელია, რომ ეს კანონი უპასუხებდა კანონის უზენაესობის პირობებს. ასე რომ, საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ლატვია მუდმივად უჭერდა მხარს და ითხოვდა საქართველოს ევროკავშირში წევრობას, ჯერ კანდიდატობას და შემდეგ წევრობას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკას. ვფიქრობ, ეს იყო მცირე ინციდენტი კანდიდატობისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატობას“, – განაცხადა ეგილს ლევიტსიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები