თამარ კორძაია: ვიბრძოლებ 12 პუნქტის შესასრულებლად – რთული იქნება, მაგრამ მთავარია ევროპერსპექტივა

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, ის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს არ უერთდება და ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს.

მისი თქმით, მთავარი ქვეყნის ევროპერსპექტივაა.

„12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესასრულებლად – სახალხო დამცველობის კანდიდატს მივეცი ხმა. ასევე ვიბრძოლებ 12 პუნქტის შესასრულებლად – რთული იქნება, იმიტომ რომ ჩემი პოზიციები არ ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციებს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია ევროპერსპექტივა. რა თქმა უნდა, ვიმუშავებ პარლამენტში“, – ამბობს კორძაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები