კიევში აფეთქებებია, იწვის მანქანები

​კიევში საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმაა.

როგორც ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა, დილიდან უკვე ორი აფეთქება მოხდა.

მისი ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში “ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მანქანები იწვის”.

ორი ადამიანია დაშავებული.

კიდევ ერთი აფეთქება შევჩენკოვსკის რაიონში მოხდა.

კლიჩკოს თქმით, დედაქალაქში მოსახლეობის 40% კვლავ გათბობის გარეშეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები