რუსთაველის გამზირზე ლევან ხაბეიშვილსა და რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა
რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთ პირს პროვოკატორი და სუს-ის აგენტი უწოდა.
„მოდი აქ, სუს-ის აგენტო! პოლიციის თანამშრომელი, რომელიც პროვოკატორია. აქ სუსს ასეთი პროვოკატორები ჰყავს შემოგზავნილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.