„რატომ გააკეთა ეს ვაშაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა“ – ამირან სალუქვაძე აქციის შესახებ

ექსპერტი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან პარლამენტის შენობის პიკეტირების მოწოდებებს აქ შეკრებილი ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ ეთანხმებოდა:

„გუშინაც დავწერე, რომ პიკეტირების, შტურმის მცდელობა შეცდომაა (რბილად).

ტრიბუნაზე მყოფი ახალგაზრდობის ნაწილი ამ სცენარს არ ეთანხმებოდა.

რატომ გააკეთა ეს ვაშაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა და კიდევ ხომ არაა უარესი რამ ჩაფიქრებული, დავინახავთ.

იყო საერთაშორისო მხარდაჭერა მშვიდობიან აქციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად ლოგიკურია, მაგრამ ეს ვის სჭირდება და ვისი სცენარია?

ახლა ამბობს ვაშაძე სიმშვიდე შევინარჩუნოთო და პოლიციას ეუბნება ჭარბი ძალა არ გამოვიყენოთო.

სწორად ეუბნებოდა ვაშაძეს ახალგაზრდა პრეტენზიებს. სცენაზეც საუბრობდნენ ახალგაზრდები რატომ აკეთებთ და რატომ წირავთო?

ლეწავენ ფანჯრებს. ცდილობენ შეჭრას. ეს რომ კაპიტოლიუმში მოხდა, ხომ ვნახეთ იქ რეაქცია?

დავუშვათ შეიჭრნენ, მერე რა? ჰონგ-კონგშიც შეიჭრნენ პარლამენტში. მერე რა ქნეს? მიაღწიეს რაიმეს? ძველი ფოსტაც აიღეთ. ახლოსაა მანდ და ოკრიბას ავტოსადგური.

ესენი არიან 90-იანებში ჩარჩენილები, ხელისუფლებას მოწყურებულები და ახლა ახალგაზრდებს ურევენ ტვინს.

მერე უკვირთ, რატომ ვართ უამრავი ადამიანი სხვა პოზიციაზე. ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ასჯერ ვნახეთ ამ 30 წლის მანძილზე.

საინტერესოა ეს სცენარი? შეგაძულებენ საერთოდ პოლიტიკაზე საუბარს და წერას და ალბათ მივალ მაქამდეც. ძალიან დამღლელია.

P.S. სალომე ზურაბიშვილი – არცერთი მოწოდება სიმშვიდისკენ, პირიქით!“, – წერს სოციალურ მედიაში სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები