„საშინელებაა ოპოზიციური პარტიების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების გამოყენება“ – დავით ცინცაძე

ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი მიტინგის ძალადობრივ ქმედებებში გადაზრდას აპროტესტებს. დავით ცინცაძე სოციალური ქსელის მომხმარებლებს „ფეისბუქით“ მიმართავს:

„ვემიჯნები და ძალიან ცუდია მანქანის ამოტრიალება, პარლამენტის შენობაზე ხელის შეხებაც კი, ცუდია თავდაცვის უწყების წარმომადგენლების მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება და საშინელებაა ოპოზიციური პარტიების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების გამოყენება.

რა ჯანდაბაა – პროტესტსაც ვერ გამოხატავს ხალხი ისე, რომ საშინელი ოპოზიციური პარტიების იარლიყი არ მიეკეროს. ყველა ასეთ პარტიას ვემიჯნები! ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა ისწავლოთ, რომ ხალხს მისცეთ საშუალება თუნდაც ჩუმად იდგეს მშვიდობიანად. 1 საათში არ გაგვცემთ პასუხსო და მერე იმუქრებით სამარცხვინოდ… აცადეთ ხალხს!“, – აცხადებს ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები