ჯაბა სამუშია: თსუ-ს არჩევანი ევროპაა

თსუ-ს არჩევანი ევროპაა, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გამო სტუდენტების პროტესტს.

როგორც სამუშია აღნიშნავს, კანონპროექტის საკითხზე უახლოეს დღეებში სტუდენტებთან შეხვედრას ფიქრობს.

„თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოება. უახლოეს დღეებში ვფიქრობ სტუდენტებთან შეხვედრას ამ კანონის შესახებ“, – წერს სამუშია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები