ნედ პრაისი თანამდებობას ტოვებს

ნედ პრაისი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ უწყებაში დარჩება და სხვა თანამდებობაზე იმუშავებს.

ამის შესახებ პრაისმა NBC News-ს განუცხადა.

პრაისს პრესმდივნად უფლებამოსილება 17 მარტიდან შეუწყდება. მას დროებით მისი ამჟამინდელი მოადგილე, ვედანტ პატელი შეცვლის. ვინ გახდება უწყების ახალი სპიკერი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ნედ პრაისმა თქვა, კარიერა, როგორც საჯარო მოხელე “CIA-ს ანალიტიკოსად დავიწყე და ამ სამსახურში რიგი უბედური შემთხვევების, ფატალური ინციდენტების გამო აღმოვჩნდი. მსიამოვნებდა ამ სფეროში მუშაობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. და ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად მომწონს – პოლიტიკასთან კავშირია”.

პრაისის ახალი თანამდებობა პირდაპირ იქნება დაკავშირებული აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ფუნქციებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები