მამუკა მდინარაძე: მძიმე პროვოკაციას გეგმავთ – უპასუხოდ არ დარჩება
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს, განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ოპოზიცია პროვოკაციას გეგმავს და ეს უპასუხოდ არ დარჩება.
“ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ – ვიცით ამის შესახებ, განსაკუთრებით, ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ ეს მძიმე პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება. არ შეიძლება ისეთი სიბინძურის გაკეთება, არც მოფიქრება და არც დაგეგმვა, დანარჩენი ვნახოთ”,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.