გაერო: მიწისძვრების შედეგად თურქეთისთვის მიყენებული ზარალი 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ეკონომიკური ზარალი 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

ამის შესახებ თურქეთში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზ ვინტონმა განაცხადა.

„შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება და, სავარაუდოდ, დასრულდება ევროკავშირის დონორთა კონფერენციისთვის ბრიუსელში, რომელიც 16 მარტს არის დაგეგმილი. მაგრამ უკვე ნათელია, რომ ზარალი 100 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება“, – განაცხადა მან.

გაეროს წარმომადგენლის თქმით, მიწისძვრების შედეგად 200 ათასზე მეტი შენობა დაინგრა, რომლებშიც 600 ათასზე მეტი ბინა და ოფისი იყო განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები