დღეს შესაძლოა, ომბუდსმენი აირჩიონ – პლენარულ სხდომაზე კენჭს იოსელიანის კანდიდატურას უყრიან
პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები დღეს ომბუდსმენს აირჩევენ.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე დეპუტატები ლევან იოსელიანის კანდიდატურას უყრიან კენჭს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „მოქალაქეების“ მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირა.
ლევან იოსელიანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მმართველმა პარტიამ, რის შესახებაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.