ნატოს დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა ბახმუტში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ხელსაყრელი თანაფარდობისა, უკრაინამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა ქალაქის დასაცავად.
უკრაინის ოფიციალური პირები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ისინი დიდ ზარალს აყენებდნენ რუსეთს, როდესაც მოსკოვი ბახმუტის აღებას ცდილობდა.
„ჩვენმა დამცველებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მტერს, გაანადგურეს მანქანების დიდი რაოდენობა, აიძულეს „ვაგნერის“ საუკეთესო თავდასხმის ქვედანაყოფები ებრძოლათ და შეამცირეს მტრის შემტევი პოტენციალი“, – განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ ბახმუტში ვიზიტის შემდეგ.