უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის ბახმუტთან დაკავშირებით უთანხმოებაა.
ამის შესახებ Bild-ი წერს.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ, ტაქტიკური მიზეზების გამო, ვალერი ზალუჟნიმ რეკომენდაცია გაუწია ბახმუტიდან უკანდახევას, თუმცა, ზელენსკი ამ იდეას მხარს არ უჭერს.
ქალაქის თავდაცვის მომხრეები მიიჩნევენ, რომ რუსულ არმიას არ უნდა მიეცეს წინსვლის შესაძლებლობა, ასევე, მისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაა აუცილებელი.
დღეს პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ბახმუტს უფრო სიმბოლური, ვიდრე სტრატეგიულად ოპერატიული მნიშვნელობა აქვს.
ლოიდის თქმით, ბახმუტის დაკარგვა არ ნიშნავს, რომ რუსეთი ომის მიმართულების შეცვლას შეძლებს.