ანრი ოხანაშვილი – ვაშაძეს: სახე გააკონტროლეთ და კეთილი ინებეთ, როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს, ისე მოიქეცით

ბატონო გიორგი, სახე გააკონტროლეთ და კეთილი ინებეთ, როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს, ისე მოიქეცით, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

“შენობით მიმართეთ, ბატონო გიორგი, ვისთვისაც მიგიმართავთ. პროცედურას როგორც შეეფერება, ურთიერთობას და ეტიკეტს, ისე მოიქეცით! შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი სახლში. აქ, ასე, შენ როგორც გინდა, ვერ მოიქცევი! მანდატურს ვთხოვ, უზრუნველყონ წესრიგი. ანა წითლიძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი არღვევენ რეგლამენტს!“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები