“ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

სხდომას ინიციატივის ავტორები, უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი ესწრება. კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”.

ამ წუთებში მმართველი გუნდის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ამასთან, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები მიიჩნევენ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტები – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი რუსულია და ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნის.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები