თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
ქვესადგურში „დიღომი-1“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:30-დან 07:00 საათამდე შეზღუდვა რამდენიმე უბანს შეეხება. კერძოდ, ესენია აღმაშენებლის ხეივნის, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ლუბლიანას, ჩაჩავას, რობაქიძის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, პეტრიწის, სარაჯიშვილის, ბალანჩინის, ახმეტელის, ბელიაშვილის და ჭიაურელის ქუჩების 15 262 აბონენტს.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩების 503 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, უნივერსიტეტის, დელისის, ნუცუბიძის, ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების 1246 აბონენტს.
ქვესადგურში „ზღვისპირეთი“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის II მიკრორაიონის 113 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, გვაზაურის, ქართლის, ქსოვრელის, კნოლევის, ღრმაღელის, ცინცაძის, კოხრეიძის, ბენდელიანის, სააკაძის, იმერეთის, რიონჰესის და გარეჯის ქუჩების 1418 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების 179 აბონენტს. 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიძის, ჩიტაძის და ჩაიკოვსკის ქუჩების 291 აბონენტს. 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და ჭირნახულის 306 აბონენტს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფოთის, ბათუმის, ბაგრატიონის და თევდორე მღვდლის ქუჩების 420 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის 433 აბონენტს. 13:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის 393 აბონენტს. 13:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის, მანავის, ჩკალოვის, ლერწმის, უშაკოვის, ყვარლის და მესხეთის ქუჩების 433 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები