მიხეილ სარჯველაძე: რადიკალური ოპოზიცია დისკუსიას გაურბის, რადგან მათ საზოგადოება მოატყუეს, შეცდომაში შეიყვანეს; მოიტყუეს ის, რომ კანონპროექტი რუსულია

რადიკალური ოპოზიცია დისკუსიას გაურბის, რადგან მათ საზოგადოება მოატყუეს, შეცდომაში შეიყვანეს. მოიტყუეს ის, რომ კანონპროექტი რუსულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „აგენტების ამერიკულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა.

„დაწებებული ეს იარლიყი დიდხანს ვერ გასტანს. მყარად არ არის დაწებებული, რომ ეს ვერ გავფანტოთ. არა მგონია, დიდ ზრახვებზე, გეგმებსა და პერსპექტივებზე ფიქრის შესაძლებლობა აქვთ ოპონენტებს, მაგრამ რაც შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ასე ვიტყოდი, რომ ახლა რისი მცდელობაც აქვთ, ის კი არ არის, რაიმეს ხელი შეუშალონ, ახლა ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დისკუსიას გაექცნენ. ვერავინ შეძლებს, პროფესიულად გაარჩიოს ეს კანონპროექტი, ახსნას და თქვას, გაამართლოს, რატომაა ის რუსული? ვერავინ შეძლებს ახსნას, რა არის მანკიერება, რომელსაც ის შეიცავს და რა არის იმისგან განსხვავებული, რაზეც მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ბატონი ლაშა ტუღუში საუბრობდა და მის მიერ დაწერილს აკრიტიკებდა, ასე გამოვიდა.

საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. მათ სერიოზული, ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ ესაუბრებიან და უცბად, შესაძლებელია, ეს ყველაფერი ხუხულასავით დაენგრეთ. მათ მოიტყუეს ის, რომ კანონპროექტი არის რუსული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები