მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი ღირებულება არის საქართველოს საზოგადოების ინტერესი. ეს არის შეუდავებელი რამ; სამწუხაროდ, ოპოზიცია ამას ვერ ეგუება

ის, რასაც გიორგი ბურჯანაძე ამბობს, არ არის ევროპული ღირებულება, იმიტომ რომ ევროპული ღირებულება არ შეიძლება ნიშნავდეს ასეთ მონურ მორჩილებას, – ასე შეაფასა მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის მოადგილის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„რეალურად, აქვთ განცდა, რომ საქართველოში არ უნდა გვქონდეს ჩვენი საზოგადოების ინტერესის პირველ ადგილზე დაყენების არც სურვილი, არც უნარი. ეს პრინციპულად მიუღებელია დღევანდელი ხელისუფლებისთვის და მინდა საზოგადოებამ ეს იცოდეს. საქართველოში საქართველოს ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი ღირებულება არის საქართველოს საზოგადოების ინტერესი. ეს არის შეუდავებელი რამ. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამას ვერ ეგუება.

ამ განხილვების შედეგად აღმოჩნდება, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ შეიძლება არსებობდეს [ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან]. იმიტომ რომ თუკი ვინმე აპრიორი აიღებს, როგორც ჭეშმარიტებას, რომ ეს კანონი არის სამოქალაქო სექტორის საწინააღმდეგო, მაშინ კი ბატონო, იქნება წინააღმდეგობა 12 პუნქტთან. მაგრამ ეს ხომ ასე არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები