გურამ მაჭარაშვილი: რა დონის დასამალი უნდა გქონდეს ამ პროცესში, რომ ამერიკის ელჩი საკუთარი ქვეყნის კანონზე ამბობდეს – რუსულიაო

რა დონის დასამალი უნდა გქონდეს ამ პროცესში, რომ ამერიკის ელჩი საკუთარი ქვეყნის კანონზე ამბობდეს რუსულიაო, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა „იმედის კვირასთან“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა. დეპუტატმა ტერმინ „აგენტზეც“ ისაუბრა.

„სიტყვა „აგენტი“ ნამდვილად, არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სხვა ქვეყნის აგენტს და ჯაშუშს. ბევრი სააგენტო არსებობს, სოციალური აგენტი არსებობს, დაზღვევის აგენტი არსებობს. ახლა საფეხბურთო აგენტები აირჩიეს და ა.შ. ეს პირდაპირ კავშირში არ არის. მეტსაც გეტყვით, ამ კანონპროექტში წერია, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ იმ უცხოურ ძალაზე, რომელიც აფინანსებს აიპებს და მედიასაშუალებებს საქართველოში. და ჯაშუში აბსოლუტურად სხვა რამეა“, – განმარტა მაჭარაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები