საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და 31:7 დაამარცხა.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრის პირველი ნახევარი დამაჯერებლად, 17:0 მოიგო. ,,ბორჯღალოსნებმა” მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიშით 31:7 იმარჯვეს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბუდახოსში გაიმართება.