ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის “გრანდ სლემის” გამარჯვებულია
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ჩემპიონია. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში ავსტრიელი აარონ ფარა იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს ტაშკენტის ,,გრანდ სლემზე” პირველი ოქროს მედალი მოუტანა.