თაკო ჩარკვიანი: ოპოზიცია, როგორც არასდროს, ისეა მომზადებული – ბრძოლისთვის ვართ განწყობილები

„ყველა შევჯერდით, რომ უნდა ვიბრძოლოთ. არდათმობას ვაპირებთ. ხალხის ძალა არის ის მრავალათასიანი გამოსვლები, რომელიც ზაფხულში გამოვიდა, ხალხის ძალაა, ის მრავალათასიანი მედასავლეთეების გამოსვლა, რომელიც 1 კვირის წინ გამოვიდა”,- ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მომზადებულია ისე, როგორც არასდროს.

“ხალხის ძალაა ის, ვინც რეფერენდუმი ჩაატარა და კურსი აირჩია. ყაველაშვილის და ხუნდაძის ხალხის ძალა არ ვიცი. 5-კაციანი ხალხის ძალა არ არსებობს. ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული ერთ “მესიჯზე”, ბრძოლისთვის ვართ განწყობილები… მე ცუდი სიტყვების თქმა არ შემიძლია, ეს არ არის ჩემი ფორმატი, ეს ყაველაშვილის თემაა“, – აცხადებს  ჩარკვიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები