გიორგი ვოლსკი: ზოგი ცდილობს – ეს ვითარება გამოიყენოს იმისთვის, რომ დაარტყას ხელისუფლებას და თავისი პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს, სულ არ აინტერესებს კანონპროექტში რა წერია, თუნდაც ეს მათი მოკავშირე არასამთავრობოების მიერ იყოს რეკომენდებული

ზოგი ცდილობს ეს ვითარება გამოიყენოს იმისთვის, რომ დაარტყას ხელისუფლებას და თავისი პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს, სულ არ აინტერესებს კანონპროექტში რა წერია, თუნდაც ეს მათი მოკავშირე არასამთავრობოების მიერ იყოს რეკომენდებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ როგორმე დააზიანონ ხელისუფლება და ამ მღვრიე წყალში პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს, მაგრამ არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გარკვეულ თემებზე ღია კითხვებით რჩება. მათთვის მინდა ვთქვა, რომ ეს კანონპროექტი, ერთიც და მეორეც, მიემგზავრება ვენეციის კომისიაში და იქიდან ველოდებით პასუხს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები