გია ვოლსკი: გამჭვირვალობა, მით უმეტეს პარტნიორ ქვეყნებში, არ უნდა წარმოადგენდეს და არ წარმოადგენს პრობლემას

პარტნიორ ქვეყნებში, არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა არ უნდა წარმოადგენდეს და არ წარმოადგენს პრობლემას. რუსეთის ფედერაციას კი არანაირი კანონი არ სჭირდება იმისთვის, რათა რეპრესია გაატაროს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

„ითქვა, რომ თუკი ევროპა იტყვის, ცალ ფეხზეც უნდა დადგე და რამდენ ხანსაც გეტყვიან, იმდენ ხანსაც უნდა იდგე ცალ ფეხზე და მეორე, რომ ეს კანონპროექტი, თუკი კანონად იქცა შეიძლება გამოიყენო ისე, როგორც რუსეთის ფედერაციაში იყენებენ. რასაკვირველია, ორივე თემას აქვს ლოგიკური პასუხი. გამჭვირვალობა, მით უმეტეს პარტნიორ ქვეყნებში, არ უნდა წარმოადგენდეს და არ წარმოადგენს პრობლემას. რუსეთის ფედერაციას არანაირი კანონი არ სჭირდება იმისთვის, რათა რეპრესია გაატაროს“, – თქვა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები