ნეაპოლში დააკავეს ქართველი რომელიც 2012 წლიდან მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ის ჩარტერული რეისით მიფრინავდა ხვიჩა კვარაცხელიას ფანკლუბის წევრებთან ერთად, რომლებიც ქალაქში სპეციალურად მატჩისთვის ჩაფრინდნენ. როგორც ცნობილია, მას საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის ეძებდნენ. დაკავებული 38 წლის ირაკლი ნარიმანიძეა, რომელსაც საბერძნეთის სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მისი იდენტიფიცირება პროფილაქტიკური ღონისძიების შედეგად მოხდა, რომელსაც საჰაერო საზღვაო პოლიცია ახორციელებს არალეგალური იმიგრაციის გამოვლენის მიზნით.