მედიის წარმომადგენლები შსს-სთან აქციას მართავენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილი არიან მედიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან „პუბლიკას“ რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს.

ისინი მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში საპროტესტო აქცია გრძელდება პარლამენტთან, სადაც აქტივისტები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები