ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ეს კანონპროექტი თუ იქცევა კანონად, იქცევა კანონად იმ სახით, რომ არანაირად არ შეუშლის ხელს ევროპულ ინტეგრაციას

“ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ეს კანონპროექტი თუ იქცევა კანონად, იქცევა კანონად იმ სახით, რომ არანაირად არ შეუშლის ხელს ევროპულ ინტეგრაციას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვაზე განაცხადა.

„უკვე შეთანხმებული არის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და, შესაბამისად, ვენეციის კომისიის დასკვნით ვიხელმძღვანელებთ ჩვენ ამ კანონის მიღება/არმიღების საკითხზე. ეს არის მთავარი. შესაბამისად, არ არის სიმართლე ის, რომ ჩვენ რამენაირად შეიძლება, ხელი შევუშალოთ ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები