მიხეილ ყაველაშვილი – ხათუნა სამნიძეს: რა ევროპაზე მელაპარაკები, არც ქცევა იცი, არც ზრდილობა გაქვს

შეურაცხყოფას მაყენებ, რა ევროპაზე მელაპარაკები, არც ქცევა იცი, არც ზრდილობა გაქვს, – ასე მიმართა “ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხათუნა სამნიძეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

ყაველაშვილის განცხადებით, კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ, რადგან მას ხალხის მხარდაჭერა აქვს.

„შეურაცხყოფას მაყენებ, რა ევროპაზე მელაპარაკები, არც ქცევა იცი, არც ზრდილობა გაქვს. რომელი ხალხის სახელით მელაპარაკები, ერთი პროცენტიც არ გაქვს. მე მაქვს უფლება, ხალხის სახელით ვილაპარაკო. მივიღებთ ამ კანონს და აუცილებლად დაგვიჭერს ხალხი მხარს. თქვენ არ გიჭერთ ხალხი მხარს. ნუ მელაპარაკებით ხალხის სახელით და ზრდილობიანად მომმართეთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები