გიული ალასანია – დავარაშვილის შეცვლაზე: რაღაც კომენტარების გამო ჰქონდა უკმაყოფილება

სააკაშვილს უკმაყოფილება ექიმის რაღაც კომენტარებზე ჰქონდა, – ასე ეხმაურება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია მისი შვილის მკურნალი ექიმის თამარ დავარაშვილის შეცვლას.

„არ ვიცი რა მოხდა. ვიცი, რომ სხვა ექიმი ჰყავს ამ მომენტში. უკმაყოფილება ჰქონდა, ნამდვილად. დანარჩენი არ ვიცი. მისი [ექიმის] რაღაც კომენტარების გამო ჰქონდა უკმაყოფილება“, – თქვა ალასანიამ.

თამარ დავარაშვილი კი აცხადებს, რომ მან მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ პაციენტმა მას “სუსის აგენტი” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები