ლევან იოსელიანი: სააკაშვილი არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად
სააკაშვილი არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერისა და ომბუდსმენობის კანდიდატის, ლევან იოსელიანის “ფეისბუქ” პოსტშია ნათქვამი.
როგორც იოსელიანი წერს, სახელმწიფომ პატიმარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
“რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ის არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად. თუმცა, ვთვლით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის დაცვა და მისთვის ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ასევე, დავძენ, რომ სახალხო დამცველის არცერთ ანგარიშში არ გვხვდება მისი, როგორც პოლიტიკურ პატიმრად შეფასება”,- წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.