ირაკლი მეძმარიაშვილი, გივი მიქანაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდობის საკითხებს გაეცნენ

რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა, კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულებებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რწმუნებულის მოადგილეებთან და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ის მუნიციპალური პროგრამები და სერვისები განიხილეს, რომლებიც ახალგაზრდობის საკითხებზეა ორიენტირებული.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ, კომიტეტის წარმომადგენლები ტექნოპარკში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებს და წიგნის მოყვარულთა ჯგუფს B612-ს შეხვდნენ, სადაც ახალგაზრდობის მიმართ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე ღია დისკუსია გაიმართა, დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები.

კომიტეტის წევრებმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს ის პროგრამები, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, და მოუწოდეს, აქტიურად იყვნენ ჩართულები ისეთ პროგრამებში, როგორიცაა საჯარო სამსახურებში სტაჟირება, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით გამოცხადებული საგრანტო კონკურსები და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები