კოლეჯ „სპექტრში“ წყალარინების სისტემების ექსპლუატაციის ახალი საწარმო გაიხსნა (ფოტო)

კოლეჯ „სპექტრში“ წყალარინების სისტემების ექსპლუატაციის ახალი საწარმო საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის დღესვე, PPP საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „ევრომასტერს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, კომპანია „ევრომასტერის“ დირექტორმა პაატა რუსაძემ და კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) PSD TVET SC პროგრამის დირექტორის მოადგილე სელმა ულრიხსი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი; განათლების და მეცნირების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა გერმანიის ინფრასტრუქტურის სასწავლო სამეცნიერო კველვითი ინსტიტუტის დირექტორი როლანდ ვანეიკი. ასევე, წყალარინების სექტირის წამყვანი საერთაშორისო ბრენდების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ამ საწარმოს გახსნით, პირველად საქართველოში ამიერკავკასიის მასშტაბით კოლეჯი „სპექტრი“ და კომპანია „ევრომასტერი“ იწყებენ გერმანული პროფესიული განათლების სისტემის განხორციელებას – ერთობლივი პროფესიული პროგრამით „წყალარინების სისტემების ექსპლოატაცია“. სასწავლო პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით შემუშავდა.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 07 თებერვლის N224 განკარგულებით შპს ევრომასტერს“ 15 წლით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცა სსიპ – კოლეჯ „სპექტრის“ ერთ-ერთი შენობა, მასში „წყალარინების სისტემების ექსპლოატაციის“ ახალი საწარმოს კეთიმოსაწყობად. შენობის რეაბილიტირებისა და სრული აღჭურვისათვის კომპანია „ევრომასტერმა“ 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის საცხოვრისი უზრუნველყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები